02 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
"თურქეთის ავიახაზები" მიწისძვრით დაზარალებულებს უფასოდ ემსახურება

თურქეთის ავიახაზეი აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადანის, დიარბაკირის, შანლიურფას, ელაზიღის, კაჰრამანმარასის, მალათიის, ადიიამანის, გაზიანთეპისა და კაისერის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 13 თებერვლამდე უფასო იქნება.

თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოები გრძელდება 10 პროვინციაში, რომლებიც კატასტროფის ზონად გამოცხადდა. მეორე მხრივ, სწრაფად დაიწყო კარვების ქალაქების მობილიზება  იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სახლებში ვერ შედიოდნენ და გარეთ რჩებოდნენ. კვლავ THY-მ დაიწყო უფასო ფრენები მიწისძვრის მსხვერპლთათვის, რომელთაც სურთ მიწისძვრის ზონიდან ნათესავებთან წასვლა, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალება ავრცელებს. 

 

დღის ამბები