02 მაისი 2024,   20:14
ვრცლად
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 15,000-ს აჭარბებს - ბოლო ამბები სტიქიის ეპიცენტრიდან

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 15,000-სს აჭარბებს. 62 000-ზე მეტი დაშავებული, 6000-ზე მეტი დანგრეული შენობა და ჯამში 13 მილიონზე მეტი დაზარალებული - ასეთია სტიქიის ბოლო სტატისტიკა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაჩქარების მიზნით, თურქეთმა დაზარალებულ პროვინციებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში გაუქმებულია ყველა გასართობი და სპორტული ღონისძიება. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

ქვეყანა დახმარებას ითხოვს, თურქეთს მეგობარი ქვეყნები როგორც ჰუმანიტარული დახმარებით ასევე სამაშველო ჯგუფებით ეხმარებიან. პენტაგონის სპიკერის, განცხადებით, მათი სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გადაყვანილია ხმელთაშუა ზღვაში, საჭიროების შემთხვევაში თურქეთის დასახმარებლად.

სირიას კი ევროკავშირი 3.5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებას დახმარების თხოვნით სირიამ ოფიციალურად მიმართა.

დღის ამბები