02 მაისი 2024,   19:36
ვრცლად
"ჩვენ ავაშენებთ სახლებს ყველა გადარჩენილისთვის" - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს ეწვია

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს ეწვია. თურქეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ აშენდება სახლები ყველა დაზარალებულისთვის, პროცესები კი დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართება.

პარალელურად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა.

"ღმერთის დახმარებით, ჩვენ ავაშენებთ სახლებს ყველა გადარჩენილისთვის. ამისთვის მე გავეცი ყველა საჭირო ინსტრუქცია. ჩვენს ყველა 10 პროვინციაში, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, ყველა კონტრაქტორი უზრუნველყოფს, რომ დააჩქაროს ნანგრევების გატანა და სახლების მშენებლობა.

ამ დროისთვის ჰათაიში მორიგეობენ სამხედროები და პოლიციის 21 200 თანამშრომელი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერად ცრუ კამპანიას აწარმოებს, თითქოს ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ," - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

დღის ამბები