05 მაისი 2024,   09:23
ვრცლად
ეკონომიკური პოლიტიკა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აბსოლუტურად სწორი იყო, ამან ინვესტიციების მოზიდვა და შემოდინება განაპირობა - ირაკლი გილაური

"საქართველოს კაპიტალის" (CGEO)  აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, ეკონომიკური პოლიტიკა, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აბსოლუტურად სწორი იყო. 

მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიისა და ომისა, საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა და ინვესტიციები გაიზარდა.

ირაკლი გილაური ასევე ამბობს, რომ ლარი მყარდება ინვესტიციების წყალობით ხდება. 

"შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ასეთი დიდი ეკონომიკური ზრდა და ასეთი დიდი ინვესტიცია რატომ შემოდის ქვეყანაში - აქ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აბსოლუტურად სწორი იყო. ამან ინვესტიციების მოზიდვა და შემოდინება განაპირობა.

2022 წელს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი აქვალია შემოვიყვანეთ, რომელმაც GWP-ის 80%-იანი წილი იყიდა, ინვესტიციები განახორციელა და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. მიუხედავად პანდემიისა და ომისა, საქართველომ სტაბილურობა გამოიჩინა და ინვესტიციები გაიზარდა. ეს მაჩვენებლებიც შთამბეჭდავია - 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა პირველ ცხრა თვეში. არ გვაქვს 4 კვარტლის მონაცემები ჯერ, დარწმუნებული ვარ იქაც კარგი მაჩვენებელი იქნება. ეს რეკორდული მაჩვენებელი, ეგეთი ინვესტიცია არ განხორციელებულა საქართველოში, 10% მშპ-ს არის ეს თანხა. 

ვხედავთ კიდევაც გაცვლით კურსს, ლარი გამყარდა. რეალურად, გაცვლითი კურსი პულსს უზომავს ეკონომიკას და ინვესტორების განწყობას ზომავს. ინვესტორების განწყობა საბოლოო ჯამში იყო დადებითი. ასევე უნდა აღინიშნოს ის ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველომ 2021 და 2022 წლებში აჩვენა 10-10,1% .ორნიშნა ზრდა ორი წელი ზედიზედ - ასეთი მაჩვენებელი უახლოეს ისტორიაში საქართველოს არ ახსოვს. 

ინვესტორები მსოფლიოში ელოდებიან, რომ წამყვანი ეკონომიკები შემცირდება. ზრდას ეძებენ, სად არის ზრდა და უცბათ ხედავენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას 2021, 2022 წელს საქართველოში. ხედავენ პროექტებს, რომლებიც აბსოლუტურად სწორი, კარგი პროექტებია, შესაბამისად, ნდობა იზრდება. ხედავთ კიდეც, ასეთი სტრატეგიული, დიდი ინვესტორები საქართველოში, რომლებიც ბოლო ხანაში ქვეყანაში შემოვიდნენ, არ გვყოლია დიდი ხანია. 

ანუ შესაბამისად, სტრატეგიული ინვესტორები ამას რომ ხედავენ, ნდობა მაღალია, ინვესტიციები შემოდის, ლარი მყარდება და კვლავ ეკონომიკის ზრდა მიდის

ომმა რამდენიმე სექტორზე იქონია დიდი გავლენა. ეს არის ენერგომატარებლები და ლოგისტიკა.  ომმა შექმნა ცუდი კონიუნქტურა ამ ორ სექტორთან მიმართებით. მემგონი მთავრობას სწორი პოლიტიკა აქვს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ენერგეტიკაში გვინდა ინვესტიციები, როგორც ქარის მიმართულებით, ისე ჰიდრო თუ სოლარის. ამ კუთხით ინვესტიციები თაროზე იყო შემოდებული. მთავრობამ ეს ამბავი გააცოცხლა, იმიტომ რომ ენერგომატარებლები ახლა საკმაოდ ძვირადღირებული გახდა და ალბათ გახდება კიდეც, რადგანაც მიწოდება არის შეზღუდული.

შავი ზღვის კაბელი ძალიან კარგი იდეაა, იმ კუთხით რომ ენერგომატარებლები წავიღოთ და გავყიდოთ, ექსპორტი გავაკეთოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან დავერთდეთ და ამ მიმართულებით ენერგო მატარებლები გავიტანოთ ევროპაში. იქ დეფიციტია და შესაბამისად, ეს დეფიციტი ამოვავსოთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავრობის მხრიდან და მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია შუა კორიდორის გააქტიურება და რკინიგზაში ინვესტიციების განხორციელება, რომ გაიზარდოს გამტარუნარუანობა. ამ ორი კუთხით აბსოლუტურად სწორი პოლიტიკაა.

ინვესტიციები რაც შემოდის და გაზრდილია ინვესტიციები, ზუსტად ამიტომ ხდება ეროვნული რეზერვების ზრდა და ზუსტად ამიტომ ხდება ლარის გამყარება.  ლარის კურსი არის თერმომეტრი რომელიც ზომავს ეკონომიკის სიჯანსაღეს და ეკონომიკის სიჯანსაღე დაბალანსებულია, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ლარის გამყარება იწვევს რეზერვების ზრდას, ეს კი საკრედიტო რეიტინგის ზრდას იწვევს. ფიტჩ-მა გამოაცხადა რომ თუ გაგრძელდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ან ახლოს ყოფნა, დარწმუნებული ვარ რომ სულ მალე გავალთ სუვერენულზეც. პოზიტიურზე შეცვალა BB+ და ერთი ნაბიჯია საინვესტიციო რეიტინგს, ეს კი დიდი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს ეკონომიკა ფუნდამენტალურად სხვაა საინვესტიციოდ მზად არის, ყველაზე მაღალკვალიფიციურ ინვესტორს ეუბნება რომ ამ ქვეყანაში ფული უნდა ჩაიდოს, ეს უკვე სხვა ტრანსფორმაცაა ეკონომიკის რომელიც წინ გვაქვს," - აცხადებს ირაკლი გილაური

დღის ამბები