02 მაისი 2024,   19:14
ვრცლად
თურქეთში დღეს მხოლოდ 5 გადარჩენილს მიაგნეს - ჯერ კიდევ ეძებენ ხელბურთელ ბავშვთა 2 ნაკრებს, რომლებიც ჩრდილოეთ კვიპროსიდან იყვნენ ჩასული

თურქეთში დღეს მხოლოდ 5 გადარჩენილია, აქედან 3 ბავშვი. ნანგრევებიდან უკვე, ძირითადად, ცხედრები ამოჰყავთ. გვამებითაა გადავსებული მიწისძვრისგან დანგრეული ქალაქებიც, უბედურების ზონა იმდენად დიდია, რომ ვერ ხერხდება უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მასობრივი ევაკუირება სხვა ქალაქებში, ამიტომ დაზარალებულებს ღამის თევა -4 -6 გრადუსში ქუჩებში უწევთ.

მეორე დღეა ღამეს მანქანაში ათევს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც, რომელიც იმ ქალაქში იმყოფება, სადაც ქართველი მაშველები მუშაობენ.

ადიამანში ქართველებმა წუხელ კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ნანგრევებიდან შუახნის ქალის ამოყვანა "კურიერის" კამერამ გადაიღო.

ადიამანში 7 სართულიანი სასტუმროს ნანგრევებში ამ წუთებშიც ეძებენ ხელბურთელ ბავშვთა ორ ნაკრებს, რომლებიც თურქეთში ჩრდილოეთ კვიპროსიდან იყვნენ ჩასული.

სამაშველო სამუშაოები თურქეთის დანგრეულ ქალაქებში განმეორებითი ბიძგების თანხლებით მიმდინარეობს, ამას ემატება გვამების მძაფრი სუნი, სანიტარული ნორმების გაუარესებამ კი, შესაძლოა ინფექციური დაავადებების აფეთქება გამოიწვიოს. ყველაფრის მიუხედავად, ადამიანებს მაინც აქვთ ოჯახის წევრების გადარჩენის იმედი.

"კურიერი" რჩება ქალაქ ადიამანში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან სულ რაღაც 150 კილომეტრში მდებარეობს.

ადამიანები თავიანთი სახლის ნანგრევებთან, ახლობლების გადარჩენის იმედით ამ დრომდე რჩებიან, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის მათი გადარჩენის შანსი მცირდება.

დღის ამბები