05 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
ნგრევის ზონაში საქართველოს 2 მოქალაქეს კვლავ ეძებენ

თურქეთში სამძებრო და გაწმენდით სამუშაოებში 100 ათასზე მეტი მაშველია ჩართული.
აქედან 6 500 სხვდასხვა ქვეყნიდან დასახმარებლად ჩასული, სპეციალურად მომზადებული ადამიანები არიან - მათ შორის არის ქართველ მაშველთა ასკაციანი შემადგენლობა. საქართველოს პრემიერის დავალებით, ისინი ქალაქ ადიამანში უკვე მეოთხე დღეა იმყოფებიან. ამ პერიოდის განმავლობაში მათ სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ერთ-ერთ მათგანს ნანგრევებში მაშველმა ძაღლმა მიაგნო.

მაშველთა მუშაობას სტიქიის ზონაში განადგურებული გზები აფერხებს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 2 მათგანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. ნაპოვნია 4 პირი, რომელზეც საელჩოს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. დასტურდება საქართველოს 3 მოქალაქის დაღუპვა. აქედან 1 სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.

დღის ამბები