05 მაისი 2024,   01:43
ვრცლად
"ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" დონალდ ტრამპის ანგარიშები აღდგა

"ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" დონალდ ტრამპის ანგარიშები აღდგა. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს სოციალურ ქსელებზე წვდომა 2 წლის წინ მას შემდეგ შეეზღუდა, რაც მისმა მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმის განხორციელება სცადეს.

მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებს, შესაძლოა, მომხმარებლების ძალადობისკენ წახალისება გამოეწვია.

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს „ინსტაგრამზე" – 23-ი მილიონი, ხოლო „ფეისბუქზე" 34-ი მილიონი გამომწერი ჰყავდა.

დღის ამბები