05 მაისი 2024,   11:24
ვრცლად
ევროპის ქვეყნების ნაწილმა თებერვლიდან ნოემბრამდე რუსეთში ექსპორტი გაზარდა - Politico

სლოვენია, ლატვია, ხორვატია და ირლანდია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებმაც რუსეთში თებერვლიდან ნოემბრამდე ექსპორტი გაზარდეს. ვრცელი სტატიის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო გამოცემა "პოლიტიკომ" გამოაქვეყნა, ომის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ევროპული ქვეყნებიდან მოსკოვში უფრო მეტი ფული გაგზავნა , ვიდრე კონფლიქტამდე. პუბლიკაციაში წერია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები მყისიერად დააწესა. თუმცა, ვიდრე რუსეთი რეალურ შედეგს იგრძნობდა, ამ პროცესს დიდი დრო და ზომების ესკალაცია დასჭირდა.

ცხრა თვის განმავლობაში უახლესი მონაცემები ხელმისაწვდომი არ იყო. გამოცემა ამის მიზეზად რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და ფასების მკვეთრ ზრდას ასახელებს. როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ ამ კვლევის მიხედვით ნათელია რომ ევროპამ რუსეთს უფრო მეტი გადაუხადა, ვიდრე აქამდე.

ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს – ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ ამ ფონზე მოწოდებები ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვებთან დაკავშირებით გაუმართლებელი იყო, რადგან საქართველო იმაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა ვიდრე კოვიდის პერიოდში .

ანალიტიკოსების შეფასებით, გარკვეული სახელმწიფოები ყოველთვის მიმართავენ ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც გრძელვადიან და სტრატეგიულ ინტერესებს ითვალისწინებს. ექსპერტების განცხადებით გამოქვეყნებული მონაცემები სწორედ ამ რეალობაზე მიუთითებს.

სპეციალისტების შეფასებით, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, საქართველოს ეკონომიკის 11 პროცენტიან შემცირებას გამოიწვევდა.

დღის ამბები