05 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი არაბეთის გაერთიანებული საამიროებისგან წელიწადში €93 ათასს იღებს - NRC

ნიდერლანდური გამოცემა NCR წერს, რომ ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი, წელიწადში რამდენჯერმე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებს და ქვეყნისგან, ყოველწლიურად, €93 ათასს იღებს იმისთვის, რომ კონფერენცია Sir Bani Yas Forum-ის მრჩევლად მუშაობს. 

გამოცემის ინფორმაციით, ევროპარლამენტში კატართან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის ფონზე დეპუტატების ფინანსური კავშირები უცხო ქვეყნებთან ყურადღების ცენტრში მოექცა. NCR-ის ანალიტიკოსებმა ევროპარლამენტში პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კენჭისყრებში მონაწილეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სიკორსკი ხშირად ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს აძლევს, რაც საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილებები თავისი პოლიტიკური ჯგუფის, „ქრისტიან-დემოკრატების“ პოზიციისგან არ განსხვავდება.

თავად სიკორსკი გამორიცხვას იმას, რომ მისი გადაწყვეეტილებები კენჭისყრებზე საამიროებისგან მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული.

დღის ამბები