05 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
გერმანიაში საჯარო სექტორის თანამშრომლები გაიფიცნენ - 1000-ობით ადამიანი ბერლინის ქუჩებში ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გამოვიდა

გერმანიაში საჯარო სექტორის თანამშრომლები გაიფიცნენ. 1000-ობით ადამიანი ბერლინის ქუჩებში ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გამოვიდა.

აქციის მონაწილეების თქმით, პანდემიის ფარგლებში მომხდარი ინფლაციის ფონზე ვერ ახერხებენ საწვავზე, ყოველდღიურ საჭიროებებსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ხარჯების დაფარვას. გერმანიის მომსახურების სექტორის პროფკავშირი ანაზღაურების მინიმუმ 500 ევროთი გაზრდას საჯარო სექტორის დაახლოებით 2,5 მილიონი დასაქმებულისთვის ითხოვს.

სახელფასო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ქალაქ პოსტდამში თვის ბოლოს არის დაგეგმილი.

დღის ამბები