06 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი, ყველგან ვსაუბრობდი ჩვენი ჯარების გაძლიერებაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები, კარგი სიგნალები მივიღეთ - ზელენსკი

უკრაინაში ომის 353-ე დღეს ოკუპანტების სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები გახდა - რუსმა სამხედროებმა შაჰიდის ტიპის დრონები გამოიყენეს. დაიბომბა სუმის ოლქის 7 დასახლება, შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები. გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონშიც.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, რუსეთი ზამთრის პერიოდს პერსონალისა და იარაღის შესავსებად იყენებს, გაზაფხულზე კი შეტევითი ოპერაციების განახლებას გეგმავს.

მორიგი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ფრონტის ხაზზე, კერძოდ დონეცკის ოლქში - ბახმუტსა და სხვა ცხელ წერტილებში. სხდომაზე განვიხილეთ ასევე სიტუაცია იარაღის მიწოდებაზე, ზოგადი მდგომარეობა სახელმწიფოს თავდაცვასთან დაკავშირებით.

ჩვენ უკვე ვემზადებით ახალი "რამშტაინისთვის" – კერძოდ, ვისაუბრეთ თავდაცვის ახალ ვარიანტებზე, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა გავხსნათ უკრაინისთვის. მეორე მნიშვნელოვანი რამ ამ კვირაში ჩვენი დიპლომატიური მარათონია. ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი - ყველგან ვსაუბრობდი ჩვენი ჯარების გაძლიერებაზე. არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები, კარგი სიგნალები მივიღეთ. ეს ეხება როგორც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს და ტანკებს, ასევე ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ დონეს - საბრძოლო თვითმფრინავებს. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ამაზე მუშაობა," - განაცხადა უკრაიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები