05 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
"სულ ცოტა ხანიც მოითმინეთ და სინოდის მერე ყველაფერი გეცოდინებათ" - დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართება.

"კურიერი" ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზს დაუკავშირდა, მისი თქმით, ამ დრომდე უცნობია, თუ რა საკითხებს განიხილავენ დღეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.

"ჩვენ პატრიარქთან შეთანხმებულები ვართ მრავალი წლის წინ, რომ სინოდზე ვიგებთ ყველანი საკითხებს. მეუფე ანდრია ჩასული იყო ეპარქიაში, დიდ ბრიტანეთში, ეკლესიამ გააგზავნა, რომ ნახოს რა სიტუაციაა და ეგ არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. ასე რომ სულ ცოტა ხანიც მოითმინეთ და სინოდის მერე ყველაფერი გეცოდინებათ," - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

ბოლოს სხდომა 2021 წლის 11 თებერვალს ჩატარდა. ინფორმაცია სხდომის ჩანიშვნის შესახებ, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

დღის ამბები