05 მაისი 2024,   04:53
ვრცლად
4 ივნისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "ფლაი ეარსტანი" ქუთაისიდან ალმათის მიმართულებას დაამატებს

4 ივნისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "ფლაი ეარსტანი" ქუთაისიდან ალმათის მიმართულებას დაამატებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას იქნება შესაძლებელი.

ბილეთები ახალი მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე გაყიდვაშია.

დღის ამბები