02 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
შამანმა “სულიერი გაწმენდისთვის“ ქალი სახლში მიიწვია და რიტუალის დროს გააუპატიურა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

კაცი, რომელიც თავს შამანს უწოდებს, სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც "სულიერი გაწმენდის" სეანსის დროს ქალი გააუპატიურა - შემთხვევა აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მოხდა.

შამანი 44 წლის ჰასან სალგინია, ის სირიისა და ვენესუელის მოქალაქეა. მამაკაცი 6 თებერვალს დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, სალგინმა მსხვერპლი საკუთარ სახლში მიიწვია რიტუალის ჩასატარებლად, რის დროსაც მან ქალი გააუპატიურა. მომხდარის შესახებ პოლიციას მსხვერპლმა მიაწოდა. ქალის თქმით, თავდამსხმელი აგრესიულად მოქმედებდა და აიძულა ქალს, გაეხადა სამოსი, შემდეგ კი გააუპატიურა.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

დღის ამბები