05 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს - რა საკითხებს განიხილავენ სასულიერო იერარქები

ამ წუთებში, საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. ეს არის პირველი სხდომა ორწლიანი პაუზის შემდეგ.

წინასწარ უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ სავარაუდოდ, დღეს სხდომაზე იმსჯელებენ 8 ეპარქიაში მღვდელმთავრების დანიშვნაზე. არ არის გამორიცხული, სინოდმა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული სიტუაციაც განიხილოს.

კიდევ ერთი სავარაუდო საკითხი მთავარეპისკოპოს ზენონის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან ჩამოშორებაა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, განსახილველ საკითხებს შორის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ იქნება.

 

ავტორი : ანუკა ბუავა

დღის ამბები