05 მაისი 2024,   06:24
ვრცლად
ექიმების, ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და ფსიქიატრების ნაწილმა, შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა

ექიმების, ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და ფსიქიატრების ნაწილმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსთან შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართა.

მათ უწყებაში განცხადებაც შეიტანეს, სადაც მათი მოთხოვნებია გაწერილი. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებას კერძოდ, გაწეული შრომისთვის ადეკვატურ ანაზღაურებას, ბენეფიციარამდე მისასვლელი ხარჯის ანაზღაურებასა და ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას.

დღის ამბები