05 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო.  

სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებენ რვა ეპარქიაში მღვდელმთავრების დანიშვნაზე. არ არის გამორიცხული, სინოდმა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარებაც განიხილოს.

კიდევ ერთი სავარაუდო საკითხი მთავარეპისკოპოს ზენონის დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიიდან ჩამოშორებაა.

 

დღის ამბები