05 მაისი 2024,   09:37
ვრცლად
"შენ ფანჯარაში დამინახავ" - მანანა მენაბდის შემოქმედებით საღამო თუმანიშვილის თეატრში 

მწერლობა, მხატვრობა, ფოტოგრაფია, რეჟისურა და სიმღერა, - წლების განმავლობაში ხელოვნების თითოეულ სფეროში მოღვაწეობს, თუმცა მუსიკა და ლექსი მანანა მენაბდესთვის განსაკუთრებლად ახლობელია.

მისი სიმღერა პირველად ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა. ფილმმა 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. დები იშხნელების ოჯახში დაბადებული მომღერლის გზა რამდენიმე ათულ წელს ითვლის.

მანანა მენაბდე წლებია ბერლინში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოს საკმაოდ ხშირად სტუმრობს და საღამოებსაც აწყობს. ერთ-ერთი ასეთი საღამო თუმანიშვილის სახელობის თეატრში დღეს იმართება. სიმღერების გარდა, მუსიკოსი თეატრში მისულ მსმენელს თავის ლიტერატურულ შემოქმედებასაც გააცნობს. ”შენ ფანჯარაში დამინახავ" - ასე ჰქვია მანანა მენაბდის შემოქმედებით საღამოს.

კონცერტიდან შემოსული თანხა მისივე დაწერილი იგავ-არაკის მიხედვით დადგმული სპექტაკლის აღდგენას მოხმარდება.

დღის ამბები