05 მაისი 2024,   11:15
ვრცლად
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს. GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 თებერვალს, სამგორის რაიონში ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც, წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება. 

"ხვალ, 15 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, მეფრინველეთა ქ. III შესახვევში  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 თებერვალს 23:30 საათიდან 16 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

სამგორის რაიონში: 

ლილოს დასახლებას კვარტლებით და მიკრორაიონებით, ჭირნახულის, აფხაზავას, ნამორაძის, სტურუას, გოკიელის, კამოს (ტყემალაძე), მეფრინველეობის ქუჩებს თავის შესახვევებით. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები