05 მაისი 2024,   10:19
ვრცლად
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამი ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები არიან - ახალი დეტალები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სამი ადამიანი, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულთა შორის არის არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, საგარეჯოდან მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები