15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება არის პირდაპირი რეკეტი და სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში - კახა კალაძე

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ "კრედიტ სუისის" მენეჯმენტი და გარკვეული ძალები, ვისაც სუბიექტური ინტერესი გააჩნია საქართველოსთან დაკავშირებით სინქრონიზებულად მოქმედებენ და მიზანი ამ მოქმედების არის ბიძინა ივანიშვილზე შანტაჟი, რათა ის ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში და ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამორიცხავენ სცენარის მსგავსად განვითარებას.

"ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება ეს არის პირდაპირი რეკეტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მივისწრაფვოდით და მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვაკეთებდით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით, მაგრამ ის, რასაც დღეს ვხედავთ და ვაწყდებით არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან შემაშფოთებელი," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "კრედიტ სუისის" საქმეში ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს. ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარებს არსებული თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"ბანკზე წერილების გამოქვეყნება შესაძლებელია, მაგრამ ვინც ეს ჩაიდინა და ავტორები ვინც არიან, იმაზე იბლოკება. ეს არის ორმაგი სტანდარტი. პირიქით, მოვუწოდებდი ევროპარლამენტარებს - დაინტერესდნენ ამ თემით, შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ კონტინენტური ევროპის ნაწილია და ჩვენთვის შვეიცარია ასოცირდება უსაფრთხოებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, ეკონომიკურ თავისუფლებასთან, რაც არის ორმაგი სტანდარტი. ეს მიუღებელია და დასაგმობია და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან სიმართლე გაიმარჯვებს, სიმართლე არის ის, რომ ადამიანს თავის აქტივებზე წვდომა უნდა ჰქონდეს," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები