05 მაისი 2024,   01:33
ვრცლად
დღეიდან აფთიაქები წამლის ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები წამლებთან დაკავშირებით

დღეიდან აფთიაქები წამლის ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან. საუბარია 1200-მდე დასახელების მედიკამენტზე რომლებიც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვისაა გათვალისწინებული.

ახალი რეგულაციის თანახმად რომელიც დღეიდან ამოქმედდა, წამლების ღირებულება საშუალოდ 40 პროცენტით გაიაფდა. რეფერალური ფასები დაწესდა ონკო პაციენტებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზეც.

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სანქციები იმოქმედებს. პირველ ჯერზე კომპანიას გაფრთხილებას მისცემენ, განმეორებითი ფაქტი კი 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.

კანონი თანაბრად ეხება როგორც საცალო ქსელის აფთიაქებს, ასევე დისტრიბუტორებსაც. მედიკამენტების არასრული ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა უკვე გამოქვეყნებულია, წლის მეორე რეფერენტული ფასები სააფთიაქო ქსელში არსებულ ყველა დასახელების წამალზე უნდა გავრცელდეს .

დღის ამბები