02 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
სერბეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობიან

სერბეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობიან. გაიმართა სამუშაო შეხვედრა. ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"აღნიშნული შეხვედრა გვაძლევს ინსტიტუციებს იმის შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ გავაღრმავოთ და განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა, მეორე მხრივ კი პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ საქმიანობაში მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის მიგნებები და მიღწევები, რომლებიც კონკრეტულ კომისიას სხვადასხვა საარჩევნო პროცედურებთან მიმართებაში გააჩნია," - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

 

დღის ამბები