15 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
"ხალხის ძალის" მომზადებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. საუბარია "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დოკუმენტზე.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოეთიდან.

კანონპროექტს საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მოჰყვა დასავლეთის მხრიდან. მიუხედავად ამისა, "ხალხის ძალაში" ამტკიცებენ, რომ ქართული ვარიანტი ამერიკაში არსებულ მსგავს კანონთან შედარებით გაცილებით ლიბერალურია.

"ჩვენი კანონპროექტი არის მაქსიმალურად შერბილებული იმ საკანონმდებლო ბაზასთან შედარებით, რაც კი არსებობს აშშ-ში. რეგისტრაციის უარი ამ შემთხვევაში ჯარიმა ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ჩვენ შემთხვევაში კი არის მხოლოდ ჯარიმა.

ამიტომ, იქ თავად უწყება წყვეტს ეს თუ ის ფიზიკური, ან იურიდიული პირი დაარეგისტრიროს უცხოური გავლენის აგენტად თუ არ დაარეგისტრიროს. ჩვენ შემთხვევაში არსებობს მარტივი კრიტერიუმები. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ არსებობს გარკვეული ტიპის სპეკულაციები. პირდაპირ ვიტყვი, რომ ან უცოდინარობის ან შეგნებულად სპეკულაციების გამო," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.  

დღის ამბები