05 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
დონეცკი, სუმი, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი - ეს იმ ოლქების ნაწილია, რომელზეც  გასულ ღამით რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა

დონეცკი, სუმი, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი - ეს იმ ოლქების ნაწილია, სადაც გასულ ღამით რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა.

კრამატორსკის მერის ინფორმაციით, ქალაქზე 2 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაახლოებით 80-კერ დაიბომბა ქვემეხებითა და ჭურვებით სუმის ოლქის 5 დასახლება.

დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიშის შედეგად არიან დაჭრილები, ასობით სახლს არ მიეწოდება ელექტროენერგია.  ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 მშვიდობიანი მოსალხე დაზიანდა.

ოკუპანტების მხრიდან სარაკეტო ტაქტიკის შეცვლაზე საუბრობს უკრაინის საჰაერო ძალები, რაც უწყების განმარტებით, რუსებს საშუალებას აძლევს თავი აარიდონ მათ საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

დღის ამბები