05 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ თითქმის 47 000 მიაღწია - თურქეთი სტიქიის ზონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებს

ორი პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა, თურქეთი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ყველგან ასრულებს. ქალაქ ანთაქიაში მაშველებმა მიწისძვრიდან 13 დღის შემდეგ ნანგრევებიდან ცოლ-ქმარი ცოცხლად ამოიყვანეს. სტიქიას ვერ გადაურჩა მათი სამი შვილი.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ თითქმის 47 000 მიაღწია. გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აიყვანეს - დაპატიმრებულია 131 პირი. საერთო ჯამში თურქეთში მიწისძვრამ 120 ათასამდე შენობა ან მიწასთან გაასწორა, ან მნიშვნელოვნად დააზიანა.

დღის ამბები