05 მაისი 2024,   10:21
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩავიდა - ენტონი ბლინკენი თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩავიდა. ენტონი ბლინკენი თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. დიპლომატებმა ჰათაის პროვინციაში მიწისძვრისგან დაზარალებული რაიონები მოინახულეს.

ენტონი ბლინკენმა საგარეო უწყების ხელმძღვანელთან თურქეთის დახმარების საკითხები განიხილა. დღის წესრიგშია ასევე შვედეთისა და ფინეთისთვის ნატოში გაწევრიანებისთვის შეჩერებული წინადადებების განხილვაც, რომელთა რატიფიცირებაზე თურქეთი ჯერჯერობით უარს ამბობს.

"სამწუხაროდ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. როგორც ხედავთ, მიყენებული ზარალის აღსადგენად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ამ ძალისხმევაში.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იმავეს აკეთებს და არსებობს უზარმაზარი სოლიდარობა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება იმისთვის, რომ ზამთარი გადაიტანონ და ფეხზე დადგნენ.

შეერთებული შტატები თქვენს გვერდითაა. გვსურს დახმარება გავუწიოთ სირიასაც, თუმცა იქ დახმარების შეტანა არც ისე მარტივია," - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

დღის ამბები