05 მაისი 2024,   06:29
ვრცლად
Politico - ევროპარლამენტის კომისია კორონავირუსის საკითხებზე ურსულა ფონ დერ ლაიენს დახურულ კარს მიღმა გამოჰკითხავს

ევროპარლამენტის კომისია, კორონავირუსის საკითხებზე, ურსულა ფონ დერ ლაიენს დახურულ კარს მიღმა გამოჰკითხავს - ამ შინაარსის სტატიას Politico აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ევროკავშირის მიერ Pfizer-თან დადებულ კონტრაქტზე და მოლაპარაკებებში ევროკომისიის პრეზიდენტის როლზე. 

სტატიაში ნათქვამია, რომ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით დაპირისპირება წარმოიშვა.

როგორც ცნობილია, კომპანიამ და ევროკავშირმა 35 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტს ხელი პანდემიის პიკის დროს მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ამ დროს ლაიენს პირადი მიმოწერა ჰქონდა Pfizer-ის ხელმძღვანელ ალბერტ ბურლასთან.

ევროპარლამენტარებმა პრეზიდენტის საჯარო გამოკითხვაზე უარი თქვეს. ფონ დერ ლაიენს კითხვებს დახურულ კარს მიღმა დაუსვამენ. უცნობია სხდომის თარიღი.

დღის ამბები