05 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
"სიმართლე ომზე" - 21-24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება

N  STUDIA-ს ორგანიზებითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით 21-24 თებერვალს,    რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება - დოკუმენტური ფილმები, პლაკატების გამოფენა, წიგნების პრეზენტაცია, ხელნაკეთი ნივთები, საქველმოქმედო აქცია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინელი რეჟისორების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები, უმძიმესი მაგრამ რეალური სახე რუსეთის აგრესიის.

"როგორ იცვლება ფასეულობები ბომბების წვიმის ქვეშ, როგორ უსწორებ სიკვდილს თვალს და თან ცდილობ დარჩე ადამიანად. მიუხედავად ომისა არ გავიწყდება ხელოვნება და ქმნი პლაკატებს, არ  გავიწყდება ცხოველები და მათ გადასარჩენად საკუთარ ცხოვრებას სწირავ. ომი გადმოტანილი  წიგნის ფურცლებზე და ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის ავტორობით გამოცემული პირველი წიგნის ქართულად თარგმანის პრეზენტაცია. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება ოთხი დღის განმავლობაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიების ფარგლებში შეგროვილი თანხა გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში.

შემოგვიერთდით!!! ერთად დაუჭიროთ მხარი დაუჭიროთ უკრაინას !!!

  21 თებერვალი 
 18:00 - გამოფენა: ანტისაომარი თემატიკის პლაკატები უკრიანიდან.
 19:00 - დოკ.ფილმი "როგორ გადარჩე, როცა გკლავენ" (უკრიანა).
  https://youtu.be/evvVd12Bewk

 22 თებერვალი 
18:00 - დოკ.ფილმი "მარიუპალი - არდაკარგული იმედი (უკრაინა).

 https://youtu.be/Ts_8K8VuF5o
  19:00 - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის წიგნის პრეზენტაცია "გზავნილი   უკრაინიდან". გამომცემლობა "ინტელექტი". 

  23 თებერვალი 
18:00 - წიგნის პრეზენტაცია: ბექა ქურხული "უკრაინული დღეები", გამომცემლობა "ინტელექტი".
19:00 - დოკ.ფილმი "დაკარგული სახლი" (უკრაინა). https://youtu.be/fxPB-6uS0Q8
20:00 - დოკ.ფილმი "9 სიცოცხლე" (უკრაინა).  https://youtu.be/z_MIH5NI4tM

  24 თებერვალი 
 16:00 - მხატვრული ფილმი "შედრიკი" (უკრაინა).https://youtu.be/-347G5rg_XI

 დასწრება თავისუფალია.
 ღონისძიების ფარგლებში შეგროვდება თანხა უკრაინელთა მხარდასაჭერად.

 კინო ჩვენებები იქნება უკრაინულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით," -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

დღის ამბები