05 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
პუტინი დამნაშავეა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მიყენებული ტკივილისთვის - ჯოზეფ ბორელი​

უკრაინის დახმარების საკითხი ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავრი თემაა. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საჭიროა სახელმწიფოებმა თავიანთი სამხედრო მარაგებიდან უკრაინას იარაღი მიაწოდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი შესაძლოა არასასურველი შედეგით დასრულდეს.

საგარეო უწყების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ სანქციების პოლიტიკას რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ეფექტი აქვს.

"ერთი წლის შემდეგ რას ვხედავთ? ათასობით ადამიანის დაღუპვას, მასობრივ ნგრევას, უწყვეტ დაბომბვასა და მსოფლიო ეკონომიკისთვის შოკური ტალღების მიყენებას, ენერგოფასების ვარდნას, სურსათის კრიზისს. პუტინი დამნაშავეა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მიყენებული ტკივილისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინელებისთვის.

ამ კვირაში ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით ამ აგრესიისთვის პასუხის გაცემაზე. პირველ რიგში, აქ, საგარეო საქმეთა საბჭოზე განვიხილავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას. ვისაუბრებთ სანქციების მე-10 პაკეტზე. ყველა საუბრობს ამაზე და ყველას სურს სანქციები, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ როდესაც ომი შეწყდა საქართველოში, არ ყოფილა გამარჯვება, თუმცა დაიდო გარკვეული სახის სამშვიდობო ხელშეკრულება.

"უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი იმისთვის რომ დაიცვას თავი. უკრაინამ ომი უნდა მოიგოს. ასე ახალი თავი დაიწერება იმის თუ წინ რა გველის. ჩვენ ვისწავლეთ ახალი თავის დაწერა 2008 წელს, როდესაც ომი შეწყდა საქართველოში, არ ყოფილა გამარჯვება, თუმცა დაიდო გარკვეული სახის სამშვიდობო ხელშეკრულება. შემდეგ დაიწერა ყირიმის ახალი თავი, ყირიმის შემდეგ კი უკვე 2022 წელს ჩვენ ახალ თავს ვწერთ," - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

დღის ამბები