05 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი მესამე სექტორის წარმომადგენლებს და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდნენ

ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი მესამე სექტორის წარმომადგენლებს და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდნენ. უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონალურ რისკებზე ისაუბრეს მონაწილეებმა.

განხილვის საგანი იყო ქვეყანაში არსებული ვითარება, დემოკრატიის ხარისხი, ევროპის 12 პუნქტის შესრულება და მომავალი საპარლამენტო არჩევნები. 

"უკრაინაში მიმდინარე ომმა შექმნა აბსოლუტურად განსხვავებული უსაფრთხოების გარემო. ამიტომ, სენატორებთან შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე რეგიონალურ რისკებზე და ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მექანიზმების დანერგვა იმგვარად, რომ ეს რისკები იყოს რაც შეიძლება მართვადი, რაც შეიძლება ნაკლები. ასევე ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესაძლო განვითარების პრესპექტივებზე,“ - აცხადებს იურიდიული ფირმის "ემ ქეი დი" (MKD) უფროსი პარტნიორი, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი.

დღის ამბები