05 მაისი 2024,   02:25
ვრცლად
ბაკურიანი 2023 - მსოფლიო პირველობა, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, მოლოდინს ამართლებს

ბაკურიანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო პირველობა, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, მოლოდინს ამართლებს. ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები არიან როგორც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები, ასევე მონაწილე სპორტსმენები. "ფი-აი-სისთან" მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოს ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, ისტორიულ ტურნირს ბაკურიანი სრულ მზადყოფნაში შეხვდა.

ევროსპორტის ცნობილმა კომენტატორმა კი პირდაპირი რეპორტაჟის დროს ემოციები ვერ დამალა. ბრედ ჯეი დარწმუნებულია, რომ ბაკურიანი სამთო სათხილამურო სპორტში სულ მცირე დროში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

პირველი ოქროს მედლები ელიტურ ტურნირზე პოლონელმა და იაპონელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. მსოფლიო პირველობაზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 6 ქართველი მოთხილამურე. 23 თებერვალს ფრისკიში ორი ქართველი მოთხილამურე, ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი იბრძოლბეს უმაღლესი სინჯის მედლებისთვის. ელიტური ტურნირი 5 მარტამდე გაგრძელდება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 

 

დღის ამბები