05 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
თურქეთში მოსახლეობას მოუწოდებენ, ზღვის სანაპიროებს მოერიდონ - რა ვითარებაა ანთაქიაში დღევანდელი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ

მიწისძვრამ, რომელიც თურქეთში დღეს, ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა, ანთაქიაში შენობები დააზიანა, თუმცა, როგორც BBC წერს, მიწისძვრის შედეგების შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერ არ ვრცელდება. 

მიწისძვრის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. 

დამანგრეველი, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს მოხდა, სტიქიამ თურქეთსა და სირიაში 44 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ სპეციალისტებმა 6 ათასზე მეტი აფთერშოკი დააფიქსირეს, თუმცა დღევანდელი ბიძგი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. 

მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, ეგვიპტესა და ლიბანშიც

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური "აფადი" მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ ზღვის სანაპიროზე ყოფნას, რადგან არსებობს ძლიერი ღელვის რისკი. 

დღის ამბები