02 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრებს გმობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის პრეზიდენტის შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

"ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს," - წერია განცადებაში.

დღის ამბები