02 მაისი 2024,   19:54
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი და ბიზნესომბუდსმენი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სფეროში მიმდინარე სიახლეები, მათ შორის სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხის ცვლილება, რომელიც ამ სექტორის წარმომადგენლებზეც ვრცელდება.

მიმდინარე წლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებულთათვის სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა. დადგენილზე მეტი დროით მუშაობის შემთხვევაში კი ყოველ გადაცილებულ საათზე დასაქმებულებმა უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება, გაზრდილი ოდენობით.

შრომის უფლებები კუთხით არსებული ცვლილებები სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ნატო ნათენაძემ გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყოს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ძირითადი დარღვევები, რაც 2022 წლის ინსპექტირებებისას გამოვლინდა.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილემ მაიამ მიქაიამ კიდევ ერთხელ განუმარტა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს იმ ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნები რაც 2022 წელს, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში იქნა მიღებული, ესენია: • სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ • სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები • სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება, წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და სხვა სფეროებსაც მოიცავს.

დღის ამბები