27 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
ერთი დღე ომის დაწყების წლისთავამდე - "კურიერის" გადამღები ჯგუფი უკრაინის ყველაზე დიდ ბავშვთა კლინიკას ეწვია, სადაც დაჭრილი პატარები შეჰყავთ

ომის დაწყების წლისთავამდე რამდენიმე საათი დარჩა და ახლა ყველა ელოდება რუსეთის ახალ მასირებულ შეტევას. თუმცა, საჰაერო განგაში კიევში დღესაც იყო. 

მორიგი დაბომბვის მოლოდინში დღეს "კურიერი" კიევში უკრაინის ყველაზე დიდ საბავშვო კლინიკას ეწვია, სადაც ამ დრომდე შეჰყავთ დაჭრილი პატარები. ესენი არიან ბავშვები უმძიმესი ისტორიებით და ხშირად სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმებით. ეს არის რუსული რაკეტებისგან დასახიჩრებული თაობა, რომელიც სიცოცხლეს თავიდან სწავლობს.

უკრაინის ბავშვთა მთავარ კლინიკაში უკვე 365 დღეა, ათობით ბავშვი მიჰყავთ. იცვლება მხოლოდ მათი სახელები და ტრავმები. 

ექიმები ახლა კიდევ ერთ გამოწვევის წინაშე დგანან. იქ მოხვედრილი ბავშვების დიდი ნაწილი მშობლების გარეშე დარჩა. 

1-წლიანმა ომმა უკრაინაში 500-მდე ბავშვი შეიწირა. გადარჩენილები სიცოცხლეს და სიარულს თავიდან სწავლობენ.

დღის ამბები