28 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
იარაღი ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღი ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით შეუძლებელია შეთანხმება იმასთან, ვინც მას არ ასრულებს. ზელენსკის ამბობს, რომ თუკი რუსეთი უკრაინას ბელარუსის მხრიდან შეუტევს და ეს ისტორიული შეცდომა იქნება და თუ ეს მაინც მოხდება უკრაინა მათთან ბრძოლასა და გაძლებას აპირებს.

"ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს კვლავ სურს კიევის ოკუპაცია, თუმცა მათი იდეები, მისია და იმედი მთელ უკრაინას ეხება, რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დარტყმები, გამძლეობა, დეოკუპაციის სისწრაფე და ჩვენი უნარი, არ დავკარგოთ მოტივაცია, დამოკიდებულია თანამედროვე, ძლიერ იარაღზე და როდესაც მას გვაწვდიან, ეს აჩქარებს დეოკუპაციას და მშვიდობას. იარაღი ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის. მე მათ ამ ენაზე ვპასუხობ. უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიები. ამიტომ ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს. კითხვა მდგომარეობს კომპრომისი ვისთან? პუტინთან? არა. არ შეიძლება, რაიმე შეთანხმება გქონდეთ იმათთან, ვინც მას არ იცავს," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები