ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ნიკოლოზ სამხარაძის თავმჯდომარეობით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.