04 მაისი 2024,   09:05
ვრცლად
მსოფლიოში წამყვანი ტურისტული გამოფენა ITB ბერლინი ქართული გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში წამყვანი ტურისტული გამოფენა ITB ბერლინი ქართული გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება.

მათი ცნობით, ტურისტული გამოფენის დაწყებამდე, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, ქართველი ხელოვანები რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ერთად რეპეტიციებს გადიან.

ისტორია, ფოლკლორი, ელექტრონული მუსიკა, ეთნო ჯაზი, საოპერო არია და ქართული ნაციონალური ბალეტი - 45 წუთიანი შოუ საქართველოს გასაცნობად.
აითიბი 2023-ზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ერთ საათში ბოლო რეპეტიცია.

სტუმართმოყვარე ქვეყანა უძველესი ტრადიციებით, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილია.

დღის ამბები