საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიაზე 2022-2030 წლისთვის და დადებითად შეფასდა, ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. კომისარმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობის პრიორიტეტები დადებითად შეაფასა.
მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და გაეროს მნიშვნელოვან როლს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების თვალსაზრისით.
ილია დარჩიაშვილი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. ასევე, ჰქონდა შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის და შრომის საკითხებში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან.