15 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩთან საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა მაისურაძეს შეხვდა. პრემიერმა დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზი გაესვა თანამშრომლობას ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის და განათლების სფეროებში და სამომავლოდ, ამ ურთიერთობების წარმატებით განვითარების იმედი გამოითქვა.

თეა მაისურაძე 2009 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. იყო ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

დღის ამბები