02 მაისი 2024,   20:07
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრეტერორისტული ბიურო 2021 წელს საქართველოში ტერორიზმის შესახებ მოხსენებას აქვეყნებს

სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრეტერორისტული ბიურო 2021 წელს საქართველოში ტერორიზმის შესახებ მოხსენებას აქვეყნებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია: საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

"ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია 2021 წელს იყო მშვიდი და სტაბილური. საქართველომ გაატარა შემდგომი ზომები საზღვრების უსაფრთხოებისთვის და 2021 წელს დააკავა საქართველოს ხუთი მოქალაქე. 

"ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ტერორიზმის ბრალდებებით. საქართველოში ძალაში შევიდა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განახლებული კანონმდებლობა და ქვეყანამ იმუშავა ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე.

საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების სირიაში ან ერაყში გამგზავრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი," - წერია ანგარიშში.

დღის ამბები