15 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ორშაბათსაც ფიზიკურად ვიბრძოლებთ - ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქცია დააანონსა 

პარლამენტში, სადაც "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. იმ წუთებში, როდესაც საკომიტეტო განხილვა იწყებოდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შესვლას ცდილობდა.

ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე ძალისმიერად ცდილობდნენ შალვა პაპუაშვილის კაბინეტში შესვლას, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ამის შემდგომ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა.

"სასწრაფოდ გამოდით ქუჩაში ვისაც შეგიძლიათ. ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის. სამსახურებს მორჩებით და მოდით რუსთაველზე. აუცილებლად, ბრძოლა გამოიღებს შედეგს, დღეს გელოდებით პარლამენტთან. ორშაბათსაც ფიზიკურად ვიბრძოლებთ. უნდა იბრძოლოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ეს არ არის ვიწრო პარტიული საქმე და ეს კრემლის აგენტურა უნდა დამთავრდეს საქართველოში,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

"ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს უშლის და მისი მიღება დაუშვებელია.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები