15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა. კენჭი ეყარა პირველი მოსმენით კანონპროექტს და ის შემდგომ გადაეგზავნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. სწორედ იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება მსჯელობა კანონპროექტზე.

კომიტეტის სხდომის დასრულების დროს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დასკვნითი სიტყვა თქვა.

"მე აქვე მინდა დაგიდასტუროთ ყველას, რომ ჩვენ ყველა ზომას გავატარებთ იმისთვის, რომ არავის არანაირი იარლიყი არ მიეკეროს, მითუმეტეს ჩვენს მოქალაქეებს იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის, იმიტომ, რომ სწორედ ამ მოქალაქეებმა გამოგვაგზავნეს ჩვენ ამ დარბაზში და აგვირჩიეს 4 წლით. შესაბამისად, გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი ტიპის იარლიყების მიკერება ამ კანონით იქნება შეუძლებელი. თუ ეს კანონი საბოლოო სახეს მიიღებს, იმ საბოლოო სახეს როცა მიიღებს, ვერც ფიზიკურ პირს და ვერც ვერავის, ვერავინ იარლიყს ვერ მიაკერებს.

მე მინდა აპარატს მივმართო, რომ დასკვნით ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევიტანოთ ეს საკითხი, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობის და ანგარიშგების პრინციპს და ამაზე მგონი თავდაცვის კომიტეტიც შემოგვიერთდება და ასევე, შევიტანოთ დასკვნაში, რომ იმ ტერმინებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მოცემულ კანონპროექტში, ამ ტერმინებს სჭირდება გადახედვა და შემდგომი დისკუსია," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები