18 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
გორის რაიონულმა სასამართლომ ავტოხელოსან ნიკა საბაშვილს პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ავტოხელოსნის ნიკა საბაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. საქმე ეხება 2 დღის წინ გორში მომხდარ გახმაურებულ ფაქტს, რა დროსაც ხელოსანმა ორ მამაკაცს ესროლა - აქედან ერთი მალევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

დანაშაულის ჩადენის მოტივად დაცვის მხარემ ფულის გამოძალვა დაასახელა და განმარტა რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღის ამბები