ტრაგიკული შემთხვევა სამცხე ჯავახეთში - ტაბაწყურის ტბასთან მაშველებმა დაკარგული უცხოელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.
ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა. ძებნა მაშინვე დაიწყო.
"კურიერის" ინფორმაციით, უამინდობის გამო, ტრაგედიის ადგილი ვერტმფრენისთვის მიუდგომელი იყო, ამიტომ ცხედრის გამოყვანა ბაკურიანელმა მაშველებმა საფეხმავლო გზით შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.