15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
რადიკალურ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, რომელიც კანონპროექტებს, ე.წ. რუსულ კანონპროექტს უწოდებდნენ, გამოეცალათ ყოველგვარი სპეკულაციები - გურამ მაჭარაშვილი  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტების მრავალსაათიანი ხმაურიანი განხილვა მიმდინარეობდა. ე.წ. უცხოელი აგენტების კანონმა საკომიტეტო მოსმენაზე საპარლამენტო უმრავლესობის და "ხალხის ძალის" წარმომადგენლების მხარდაჭერა მოიპოვა და ის სასესიო მოსმენაზე გადაინაცვლებს.

10 საათიანი განხილვის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებელმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომელმაც კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრა.

"რადიკალურ ოპოზიციას და იმ არასამთავრობო სექტორს, რომელიც ჩვენს მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს, ე.წ. რუსულ კანონპროექტს უწოდებდნენ, გამოეცალათ ყოველგვარი სპეკულაციები. დასკვნა არის ის, რომ უბრალოდ, ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. ვინც მოხდება ამ რეგულაციაში, ძალიან მარტივი ადმინისტრაციული ბარიერებია გადასალახი. მივა იუსტიციის სამინისტროში, მისცემენ იქ შესაბამის ნებართვას ვებ გვერდზე და ორ სამუშაო დღეში დარეგისტრირდება სამი კომპონენტი - ერთი საიდან ფინანსდება, ოდენობა, მიზნობრიობა, საქმიანობა. დამთავრდა,  გააგრძელებს, მეტი არანაირი შემხებლობა ამ კანონთან არ ექნება, გარდა, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებისა, რაზეც ამბობენ, რომ ისედაც ვაკეთებთო. ნახეთ, პრობლემა რაში მდგომარეობს, ესე იგი, რაღაც არის დასამალი მაშინ," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

  

 

 

 

დღის ამბები