26 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
რუსთავში კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა - სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნო

კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა რუსთავში - 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ახალი სკვერის მშენებლობა, ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში - ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარეობს.

სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნო. ახალ სკვერში, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, თანამედროვე გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონები მოეწყობა.

დღის ამბები