"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ხოლო ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
"გუშინ და დღეს თქვენი გმირული თავდადებით, ჩვენი ახალგაზრდობის უპრეცედენტო თავგანწირვით, საქართველო დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკურ ორბიტაზე - წინარიგებში.
გადახედეთ ამ ანთებულ ხალხს, აქ დგას სრულიად საქართველო. წადით, დატოვეთ ძალაუფლება, გამოაცხადეთ ვადამდელი არჩევნები, ეს არის თქვენთვის ერთადერთი ხსნის გზა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.