1-საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - პოლიტიკურმა ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაინაცვლონ პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელებთან. გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა "ქართულ ოცნებას" ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევისა და გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-საათიან ვადა მისცეს.